იურიდიული

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 4 ოქტომბერი

1. ვინ ვართ

საიტს waycup.ge მართავს შპს „Cup App Coffee", საიდენტიფიკაციო ნომერი 405868477.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N16.
ელფოსტა მონაცემებზე: privacy@waycup.ge
ტელეფონი: +995 593 95 96 01

ეს პოლიტიკა ეხება საიტს waycup.ge და იმ მონაცემებს, რომლებსაც შენგან ვიღებთ, როცა შეკვეთას აფორმებ ან ვაკანსიაზე გვწერ.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

შეკვეთისას
სახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა (თუ მიუთითებ), შეკვეთის შემადგენლობა და თანხა, აღების წერტილი, დრო, გამოწერის სტატუსი და მიღებული ფასდაკლება.
ვაკანსიაზე განაცხადისას
სახელი, ტელეფონი, ელფოსტა და ის, რასაც თავად დაწერ ველში „შენს შესახებ".
ბრაუზერში, შენს მოწყობილობაზე
კალათა, საკონტაქტო მონაცემები (მხოლოდ თუ მონიშნე „დამიმახსოვრე ამ მოწყობილობაზე"), ენის არჩევანი, ქუქებზე შენი პასუხი და ბრაუზერის შემთხვევითი ნომერი. ეს ნომერი არაფერს ამბობს შენზე — მხოლოდ იმას ვამოწმებთ, უფასო პირველი ჭიქა ამ ბრაუზერიდან უკვე აღებულია თუ არა. შეკვეთისას ის სერვერზეც ინახება.
სტატისტიკა
Google Analytics და Meta Pixel ირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანერზე დათანხმდები. თუ უარს იტყვი, ისინი საერთოდ არ ჩაიტვირთება.

ბარათის მონაცემებს საიტი არ იღებს და არ ინახავს — გადახდა სალაროსთან ხდება.

3. რატომ გვჭირდება

  • შეკვეთის მიღება და გაცემა — ხელშეკრულების შესრულება. ამ მონაცემების გარეშე შეკვეთას ვერ მივიღებთ.
  • ბოროტად გამოყენებისგან დაცვა — შეკვეთების ლიმიტები ერთ ნომერზე და ფასდაკლების აღრიცხვა. ეს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია.
  • ბუღალტერია და გადასახადები — კანონის მოთხოვნა.
  • სტატისტიკა და რეკლამა — მხოლოდ შენი თანხმობით, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოითხოვო.

4. ვის გადაეცემა

მონაცემებს არავის ვყიდით და სარეკლამო ბაზებში არ ვაქირავებთ. ვიყენებთ სერვისებს, რომლებიც ჩვენი დავალებით ამუშავებენ მონაცემებს:

  • Supabase — მონაცემთა ბაზა, სადაც ინახება შეკვეთები და კლიენტები;
  • Google (Sheets) — შეკვეთების სამუშაო ჟურნალი;
  • Telegram — შეტყობინება ბარისტას ახალ შეკვეთაზე;
  • Netlify — საიტის ჰოსტინგი;
  • Google Analytics, Meta — მხოლოდ შენი თანხმობის შემთხვევაში.

ამ სერვისების სერვერები საქართველოს ფარგლებს გარეთაა, ამიტომ მონაცემები შეიძლება სხვა ქვეყანაში დამუშავდეს.

5. რამდენ ხანს ვინახავთ

  • შეკვეთები და მათთან დაკავშირებული მონაცემები — 6 წელი, ბუღალტრული ვადის გამო;
  • ვაკანსიის განაცხადები — 6 თვე, შემდეგ ვშლით;
  • ქუქებზე პასუხი — 12 თვე, შემდეგ ხელახლა გკითხავთ.

6. შენი უფლებები

შეგიძლია ნებისმიერ დროს მოითხოვო:

  • ინფორმაცია იმაზე, რა მონაცემები გვაქვს შენზე;
  • მათი შესწორება ან წაშლა;
  • დამუშავების შეჩერება ან შეზღუდვა;
  • მონაცემების ასლი წასაღებ ფორმატში;
  • თანხმობის გამოთხოვა — ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, რაც თანხმობამდე მოხდა.

მოგვწერე privacy@waycup.ge — ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში.

თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებს, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

7. უსაფრთხოება

საიტი მუშაობს HTTPS-ზე. ბაზასთან წვდომა აქვთ მხოლოდ თანამშრომლებს პერსონალური ანგარიშებით, ყველა მოქმედება ჟურნალში ფიქსირდება. პაროლები და PIN-კოდები ღია სახით არსად ინახება.

8. ბავშვები და ალკოჰოლი

საიტი არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის და მიზანმიმართულად არ ვაგროვებთ მათ მონაცემებს. ალკოჰოლის შემცველი სასმელები მხოლოდ 18 წლიდან — ბარისტა უფლებამოსილია ასაკი გადაამოწმოს გაცემამდე.

9. ქუქები

საჭირო ქუქები და ლოკალური მეხსიერება გამორთვას არ ექვემდებარება — მათ გარეშე კალათა და შეკვეთა არ იმუშავებს. სტატისტიკური და სარეკლამო ქუქები ირთვება მხოლოდ თანხმობით. არჩევანი ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო ბმულით „ქუქების პარამეტრები" გვერდის ბოლოში.

10. ცვლილებები

თუ პოლიტიკას განვაახლებთ, ამ გვერდზე თარიღს შევცვლით. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ საიტზე გაცნობებთ.